არჩევნები 2016

მეჭიაური: ყველა გემოვნების ამომრჩევლისთვის იქნება არჩევანი

არჩევნები უნდა ჩაავატაროთ ისე, რომ როდესაც გამოიკვეთება ფენებად პოლიტიკური სპექტრი - ერთი გარკვევით გეტყვის, რომ აი, ჩვენ მოვდივართ აქედან, მეორე გეუბნება - აქედან, მესამე გეუბნება, უფრო ცენტრში ვარ და ზომიერი, მეოთხე რაღაცას. ალბათ 4-5 ნაწილად შეიძლება დაიყოს, ალბათ უფრო ოთხად. ეს ორი რადიკალური - ერთს ძალიან რომ უნდა რუსეთი და მეორეს ძალიან რომ უნდა ნატო და იქით ქვა ქვაზე არ დარჩენილაო, რომ გეუბნებიან. არის უფრო ზომიერი ნაწილი - არ უნდა ევროპა, მაგარამ ფრთხილად უყურებს დანარჩენს. არის ვიღაც, რომელიც საერთოდ ფრთხილად უყურებს ყველაფერს. ასე რომ დალაგდება უკვე ყველაფერი, ყველა გემოვნების ამომრჩევლისთვის იქნება ფაქტობრივად არჩევანი.

უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური.

კომენტარები