პრემიერი: საჭიროა, დავამშვიდოთ ქვეყანა და გადავიდეთ ცივილიზებულ დიალოგზე

საჭიროა, დავამშვიდოთ ქვეყანა და დავნერგოთ ცივილიზებული კომუნიკაციის ფორმატი ქვეყანაში. ამის გარეშე ვერ განხორციელდება ვერცერთი გეგმა და რეფორმა, რაც მე ჩამოვთვალე. თუკი მშვიდობიანად არ დაველაპარაკეთ ერთმანეთს, როგორც სამოქალაქო, ისე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, პროგრესი იქნება შეუძლებელი, ქვეყანა ვერ განვითარდება. არ შეიძლება საზოგადოება ცხოვრობდეს იმით, თუ როგორ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას და ეს მოსწონდეს. ჩვენ უნდა გადავიდეთ ცივილიზებულ დიალოგზე.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბოსტონში სტუდენტებს შეხვდა.

კომენტარები