IRI-ის კვლევა

კობახიძე: როგორც NDI-ის, ისე IRI-ის კვლევა აცდენილია რეალობასა და შიდა კვლევას

ჩვენ გვაქვს ჩვენი კვლევის შედეგები, როგორც NDI-ის, ისე IRI-ის კვლევა აცდენილია მთლიანად, როგორც ჩვენ შიდა კვლევას, ასევე ზოგადად რეალობას. ჩვენი კვლევა გვიჩვენებს იმას, რომ არის რადიკალური სხვაობა ჩვენს პოზიციებს შორის, რამდენჯერმე აღემატება ჩვენი მხარდამჭერთა რაოდენობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა რაოდენობას.

IRI-ის კვლევაზე ამბობს პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები