ბოტანიკური ბაღი

ბერძენიშვილი: ივანიშვილი ისეთივე მოქალაქეა, როგორიც სხვა. თუ უნდა იყიდის.

ვხედავ ასეთ პრობლემას - თუ შეიძენს ქიბროწაშვილი, კარგია, თუ შეიძენს ივანიშვილი - ცუდია. ეს არის მოქალაქის უფლებების დისკრედიტაცია და საერთოდ ეს ანტიდისკიმინაციული კანონის წინააღმდეგ არის. ივანიშვილი ისეთივე მოქალაქეა, როგორიც სხვა. თუ უნდა იყიდის. თუ კანონი არ ირღვევა, იყიდოს, თუ კანონი ირღვევა - არ გაყიდონ საერთოდ და ვინც ყიდის, იმას მიხედონ, ივანიშვილი რა შუაშია. თითიდან გამოწოვილი მგონია ეს პრობლემა. თუ გინდათ, ღრმად შეისწავლეთ. ვიღაცას დანაშაული ჰგონია ის, რომ მდიდარმა კაცმა ზებრა იყიდა და მე არ მგონია ასე. ძალიან არასერიოზულია ეს ლაპარაკი. სახლში მაქვს ერთი-ორი ისეთი წიგნი, რომელიც არ არის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ამის გამო ნუ დამიჭერთ.

რესპუბლიკელების წევრი ლევან ბერძენიშვილი.

კომენტარები