სტარტაპი

ხორგუაშვილი: სტარტაპების დაფინანსება ეკონომიკურად ცუდი, პოპულისტური ნაბიჯია

სტარტაპების დაფინანსებას რიგი უარყოფითი შედეგები მოყვება. ერთი ის, რომ მსგავსი პროექტები გვაქვს, მაგალითად აწარმოე საქართველოში რომ ავიღოთ, დაახლოებით იგივე ვარიანტია და იმის მიუხედავად, რომ მთავრობა ხშირად აჩვენებს - აი, ეს გავხსენით, ის გავხსენით და კონკრეტულ ბიზნესებს აკეთებს, ეს პროექტიც, ისევე, როგორც სტარტაპების დაფინანსება, არის პოპულისტური ნაბიჯი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გული მოიგოს, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩანს მხოლოდ პირველად ეფექტი. ფული დაიხარჯა, რაღაც გაკეთდა - ეს ჩანს, მაგრამ სუფთა ეკონომიკურად რომ მივუდგეთ, ერთი ის, რომ ჩვენ არ ვიცით ეს დახარჯული ფული რა შედეგს გამოიღებდა აქ რომ არ დახარჯულიყო და სხვა რამეზე დახარჯულიყო, შესაძლებელია უფრო მეტად მომგებიანი ყოფილიყო. მეორე, მთავრობა როდესაც ამას აკეთებს, ყველაფერში იღებს საკომისიოს და ჩვენი მთავრობის საკომისიო არის დაახლოებით ბიუჯეტის 30 %, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობა თუ გთავაზობს რაღაც სერვისებს, იღებს საკომისიოს, შესაბამისად, უფრო ძვირი გამოდის ასეთი სერვისები. მესამე არის ის, რომ ამდენი ხნის მანძილზე ვხედავთ, რომ არანაირი პროგრესი არ დატყობია არც მთლიანად ეკონომიკურ ზრდას, არც ინვესტიციებს, არც სხვა ინდიკატორებს. ეს არის კიდევ ერთი დაპირება იმის, რომ მთავრობა მოახდენს ბიზნესის სტიმულირებას, მოსახლეობას როდესაც ეს ესმის, რომ მთავრობა რაღაცას აკეთებს, ეფექტიანობის განცდა რჩება. სუფთა ამომრჩევლის თვალსაზრისით, ეს შეიძლება მომგებიანი იყო აქამდე, ახლა არ ვიცი, რამდენად დაიჯერებს ამას ამომრჩეველი, ხოლო სუფთა ეკონომიკურად ეს ყველაფერი გაუმართლებელია, ნებისმიერი ქვეყნის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, მსგავსი ახირებული პროექტები არასოდეს არ მუშაობს

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები