22 მაისის შუალედური არჩევნები

ჟვანია: ასეთი დაპირისპირება საარჩევნო პროცესს აზიანებს

ეს არის მიუღებელი. ასეთი დაპირისპირება საარჩევნო გარემოზე დადებითად არ მოქმედებს და ზოგადად, პროცესს აზიანებს. იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო უბნების შიგნით პროცესი მშვიდად, წესისამებრ მიმდინარეობს, მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკურ მხარეს, მათ მხარდამჭერებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მოქალაქეს, რომ არჩევნები გახლავთ სამოქალაქო პროცესი და ეს გარჩევების დღე არ არის. შესაბამისად, მინდა მივმართო მათ, უზრუნველყონ მაქსიმალური სიმშვიდე, თავი აარიდინ ყოველგვარ დაპირისპირებას და საშუალება მისცენ ხალხს, მოქალაქეებს, თავისუფლად გამოხატონ ნება არჩევნებზე.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია კორცხელში, საარჩევნო უბანთან, ენმ-ის ლიდერების ცემაზე.

კომენტარები