22 მაისის შუალედური არჩევნები

კალაძე: დღესაც დადასტურდა, რომ ენმ ბოკერიას კუთვნილი პარტიაა

დღესაც დადასტურდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ბატონი ბოკერიას კუთვნილი პარტიაა. ის პირველი ათეული, რომელიც მათ მიერ იქნა დასახელებული ცხადყოფს, რომ პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები პიროვნება გიგა ბოკერია გახლავთ. ასევე ვაშაძის წასვლა მეტყველებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის როლი პარტიაში შემცირებულია პარტიაში და ყველა გადაწყვეტილებას იღებს ბოკერია. დღეს არჩევნები არამარტო ზუგდიდის სოფელ კორცხელში გვქონდა, თუმცა, სხვაგან საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ერთადერთი სოფელი იყო კორცხელი, სადაც იმყოფებოდა ბოკერია და მოხდა ეს დაპირისპირება

კომენტარები