კორცხელის ინციდენტი

ხოშტარია კორცხელის ინციდენტზე: საზოგადოებაში არანაირი აგრესია არ არსებობს

ეს არის ძალიან საგანგაშო ფაქტი. ჩვენი ქვეყნის მეგობრებისთვის ეს არის გზავნილი თუ როგორი შეიძლება იყოს არჩევნები. ეს არის უპირველესი პრიორიტერი ყველა ჩვენი მეგობრისთვის და შესაბამისად, მათი რექცია იქნება მწვავე და მოლოდინი იმისა, რომ ყველა ის ადამიანი დაისაჯოს, ვინც ეს ჩაიდინა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლება ცდილობს შექმნას ისეთი გარემო, რომ თითქოს, აქტივისტებს ვერ აკავებენ, საზოგადოებაში არსებობს აგრესია და ინციდენტი მოხდა მხარდამჭერებს შორის არის სიცრუე. არანაირი აგრესია არც ერთი ამომრჩევლის მხრიდან, არც ქართული ოცნების ამომრჩევლების და არც ჩვენი ამომრჩევლების მხრიდან არ ყოფილა. არანაირი აგრესია საზოგადოებაში არ არსებობს. არავინ არ აპირებს არავის ცემას. ასეთი განცხადებებით ისინი (ქართული ოცნების ლიდერები) საკუთარ ამომრჩევლებს და სრულიად სამეგრელოს აყენებენ შეურაცხყოფას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ჩავერთეთ არანაირ ბოღმაში, ჩვენი ლიდერები აქ საუბრობენ სიმშვიდეზე და სიწყნარეზე და ჩვენ ეს უბანი მოვიგეთ. ზუსტად ეს იქნება ჩვენი პასუხი ოქტომბრის არჩევნებზე, რომ მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან ამ უსუსური მცედოლობისა - დააშინოს ამომრჩეველი, ჩვენ მშვიდობიანათ მოვახდენთ ხელისუფლების ცვლილებას. პრემირმინისტრი გამოდის და ამბობს, რომ ცუდია ძალადობა. პრემიერმინისტრი არის პასუხისმგებელი, რომ ეს ძალადობა არ მოხდეს და მისი მინისტრები არ იტყუებოდნენ პირდაპირ ეთერში. ის პასუხისმგებელია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად და პრემიერი პასუხისმგებელია, დაგვიანებულად უკვე, რომ ეს ადამიანები (კორცხელის ინციდენტის მონაწილეები) მიტინგს კიარ მართავდნენ შსს-სთან, არამედ ისინი უნდა იყვნენ ციხეში. ის, რომ დღეს ისინი არ არიან დაკავებულები ეს არის გზავნილი, რომ ძალადობა კიდევ მოხდეს.

დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია რუსთავი 2-ს ეთერში, გადაცემა არჩევანში კორცხელის ინციდენტზე

კომენტარები