ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ტაბულამ დამითმოს გადაცემის ერთი ნაწილი, რომ მათ სიცრუეს ვუპასუხო

ამავდროულად, შევეცდები, რომ გავაგრძელო შეხვედრები უფრო კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებთან, მხედველობაში მაქვს პირველ რიგში რუსთავი ორი და მეორე ტელევიზია აქვთ კიდევ, ტაბულა. ერთ პირობას დავუსვამდი მათ მხოლოდ, რომ დამითმონ ერთი ნაწილი მაინც - იმ არსებულ გადაცემებზე რომ გავაკეთო რეპლიკა, გავიმეოროთ ის, რაც მოახერხეს უკვე და გადასცეს და ჩემი აზრით, ძირითადად სიცრუის ტირაჟირება ხერხდებოდა ჩემი პერსონის მიმართ, ამ ნაწილს თუ დამითმობენ, რომ პირველი ნაწილი გავაკეთოთ არსებულზე, რაზეც მათ ჰქონდათ გადაცემები და მეორე ნაწილი ან მესამეც შეიძლება, დამატებით კითხვებს ვუპასუხებდი, რაც მათ გააჩნიათ.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები