ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი R2-ს: მოვნახავთ დროს და ადგილს და ვუპასუხებ თქვენს სიცრუეს

მადლობელი ვარ, რომ დამპატიჟეთ [რუსთავი 2-ს]. არ გამოვრიცხავ, რომ შევძლოთ კიდევაც ჩვენი შეხვედრა. თუმცა, მე მოკლედ მოგახსენეთ ჩემი გეგმა, რამდენი მაქვს და მუდმივად... ცალკე ტელევიზიებში ანუ ტაბულასაც ჰქონდა გეგმა, რომ ცალკე შევხვედროდი. ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ მე არ მაქვს სურვილი. ყველა ტელევიზიაში ვერ ვიქნები, უბრალოდ, პროგრამა რაც მაქვს და გეგმა რაც მაქვს და გავაცანი საზოგადოებას. ამ მხრივ, მინდოდა, რაღაც დაჯგუფება მომეხდინა იმისათვის, რომ ყველგან მომესწრო და ყველასთან მომესწრო. და ის შეთავაზება, რაც მე მოგეცით, რომ სიცრუეს, რომელსაც ავრცელებთ და რაც თქვენ ავრცელებთ ძალიან ბევრს, აქვე ვიმეორებ, აქ ვერ მოვახერხებ მაგაზე დღეს რეაქციის გაკეთებას იმიტომ, რომ გამიგრძელდა კითხვები, თუმცა მოვნახავთ მაგის დროს და მოვნახავთ მაგის ადგილს და გიპასუხებთ ძალიან კარგად.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

კომენტარები