რუსთავი 2-ის საქმე

ჰერმანი: სასამართლო და პრესის თავისუფლება - ორივე პრინციპი მნიშვნელოვანია

ეს ახალი თემა არ არის, გარკვეული პერიოდია, მიმდინარეობს სასამართლო დავა. ვერ ვისაუბრებ ჩემს დამოკიდებულებაზე იმ საქმის მიმართ, რომელიც სასამართლოში იხილება. ამიტომ, კონკრეტული საქმის ხარისხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. საქართველოში ფართო დისკუსია ორ საკითხზე მიმდინარეობს. პირველი, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მეორე, პრესის თავისუფლებას შეეხება. ჩვენთვის ორივე პრინციპი მნიშვნელოვანია. ეს ასევე მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი რუსთავი 2-თან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. რუსთავი ორის თარგმანი.

კომენტარები