ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

ჯაფარიძე: მერკელმა ბრძანა, რომ ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ არჩევნებამდე

ქალბატონმა მერკელმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება, რომელიც მას აღებული ჰქონდა, რომ ამ საკითხის გადავადება არავითარ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან. არსებობს სხვა ფაქტორები, რომელიც მან დაასახელა და მგონი აღნიშნა კიდეც პრესკონფერენციის დროს რომ გადაწყვეტილების ფორმალიზება მოხდება არჩევნების ჩატარებამდე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. 15 ივნისს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მერკელმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით: "რაც შეეხება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას, ძალიან გრძელ ვადაზე არ იქნება ლაპარაკი, როგორც იცით, ევროპარლამენტში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პარლამენტი დამოუკიდებელია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განხილვის პროცესი მალე დასრულდეს. ჩვენ მივიღეთ მხედველობაში ევროკომისიის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ შეასრულა ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი. რა თქმა უნდა, გერმანია არ შეეწინააღმდეგა ამ რეკომენდაციას და შეჩერების მექანიზმთან კომბინაციაში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული"

კომენტარები