ივანიშვილი ბიზნესფორუმზე

ივანიშვილი: პირადული ბიზნესინტერესები საქართველოში არ მაქვს

სხვა თანამდებობის ძიებაში მე არ გახლავართ. არც ბიზნესს ვაკეთებ საქართველოში, ამას ხაზს ვუსვამ და აქვე ბიზნესმენებს მინდა, განვუმარტო, რომ არავინ იფიქროს, ეს ცუდია. პირიქით, ყველაზე კარგი, რაც არის, თქვენ აკეთებთ. სწორედ ბიზნესმა უნდა მოახერხოს, გაამდიდროს ქვეყანა და გადატეხოს ის უბედურება, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, მაგრამ ჩემი როლი არ არის დღეს ბიზნესში პირადი. პირადული ბიზნესინტერესები საქართველოში არ მაქვს. წერილშიც აღვნიშნე, თუ ნებისმიერი პროექტი დაგაინტერესებთ თქვენ და განავითარებთ, ფასდაკლებით და არამოგებით სიამოვნებით გადმოგცემთ და კიდევ დაგეხმარებით

აღნიშნული ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ქორთიარდ მერიოტში კონფერენციაზე ”საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო” ისაუბრა.

კომენტარები