ქართული ოცნება

ჭიაბერაშვილი: ეს 4 წელი რაც ხდებოდა, მთავრობის დაგეგმილი პროვოკაციები იყო

იმის გამო, რომ ივანიშვილის მთავრობამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა, მათ შორის ასეთი ძალადობრივი პოლიტიკური მეთოდებით, სწორედ ამიტომ ქვეყანაში იმატებს იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სჯერა, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა დაასრულებს ამ ზიზღს, სიძულვილს და სათავეს დაუდებს ამ ქვეყნის გაცილებით დემოკრატიულ განვითარებას. ეს, რაც ხდებოდა ამ 4 წლის განმავლობაში, იყო ივანიშვილის მთავრობის მიერ ძალიან კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული პროვოკაციები და ძალადობრივი აქტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დღესაც გრძელდება ეს ძალადობა და რაც უფრო გრძელდება ეს ძალადობა, მით უფრო იმატებს აღშფოთება ხალხში. 

ენმ-ის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები