რუსთავი 2-ის საქმე

ბიბილაშვილი: სააპელაციო სასამართლომ მოგვპარა 18 დღე და მიართვა ივანიშვილს

ყველაფერი დანგრეულია შინაარსისგან. ინსტიტუტები ბოლომდე დაინგრა, სასამართლო უბრალოდ, აღარ არის სასამართლო. დღეს სასამართლომ 18 დღე მოგვპარა პირდაპირი გაგებით და მიართვა ივანიშვილს. დღეს პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლე მოიპარა და მიართვა ივანიშვილს. ყველაფერი ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, ეს მიზანი არის რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდება და ხელისუფლების უზურპაცია. ვარწმუნებ თითოეულ ტელემაყურებელს, რომ ეს უბრალოდ ვერ მოხდება. ამ ომში გაიმარჯვებს სიმართლე, ამ ომში გაიმარჯვებს სამართლიანობა, გაიმარჯვებს კანონი და გაიმარჯვებს ხალხი. რაც არ უნდა უმსგავსობა ჩაიდინოს ე.წ სასამართლომ, როგორი ქურდული და ქვეშ-ქვეშა მეთოდებითაც არ უნდა იბრძოლონ, ეს ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვართ ჩართული, არის სამართლიანი და ჩვენ მას აუცილებლად მივიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე,

ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმის გადაწყვეტილების ფოსტით გაგზავნაზე.

კომენტარები