მედია

უძილაური: რომ არა ტაბულა და რ2, როგორ გააკეთებდნენ სხვები ნიუსებს?

ქართული მედიასოლიდარობის დღევანდელი მაგალითი: ორგანიზაცია "მოქალაქის" ღონისძიებაზე სტუდენტების დაჯილდოების შემდეგ მედია ტრადიციულად მივიდა ბიძინა ივანიშვილთან კითხვების დასასმელად და ასევე ტრადიციულად კითხვები ყველაზე ნაკლებად ეხებოდა სტუდენტების ან "მოქალაქის" პროექტს. ასევე ტრადიციულად კითხვების დასმა არავის აცალა "რუსთავი 2"-მა და "ტაბულამ". ამ ორი არხის 4-4კითხვის დასმას მდუმარედ და მორჩილად ელოდნენ სხვა არხები. აი როგორც ლომებში, ჯერ ძლიერებს უნდა დაესვათ კითხვები და შემდეგ დანარჩენებს. რამდენჯერმე ვთხოვე ამ ორ არხს - გამოეჩინათ კოლეგიალობა და სხვა არხებისთვისაც მიეცათ კითხვის დასმის საშუალება, რაც თხოვნის ადრესატებმა მიიღეს ჯალათობად და ტელემიტინგი გამართეს. ამ დრამას კომიკურობა შესძინა იმედის ჟურნალისტმა, რომელმაც მხარი აუბა რ2-ს და ტაბულას - ხელს გვიშლიო :) ვისთვინა ვყბედობდი? :) თუმცა გასაკვირი არაა. რომ არა ტაბულა და რ2, როგორ გააკეთებდნენ სხვები ნიუსებს? კითხვის დასმას ხომ თავის მობმა უნდა. და როცა თავს ვერ აბამ, სხვისი კითხვის ნასუფრალი მაინც უნდა გამოიყენო :) მოკლედ, მადლობა რ2-ს და ტაბულას სხვა არხებისთვის მასალის მიცემისა და ამის ნიადაგზე მედიაში ორიგინალური სოლიდარობის დამკვიდრებისთვის.

ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური Facebook-ში წერს.

კომენტარები