რ2-ის ადვოკატი: სააპელაციო სასამართლომ მიზანმიმართულად იცრუა

სააპელაციო სასამართლოს განცხადება არის უბრალოდ სამარცხვინო. ის დაფუძნებულია სიცრუეზე და მასში გაკეთებულია არაკვალიფიციური სამართლებრივი შეფასებები. დავიწყოთ იმით, რომ, რეალურად, სააპელაციო სასამართლო თავის განცხადებაში იყენებს სწორედ ისეთ ტერმინებს, რასაც ჩვენ ვაპელირებდით. მაგალითად, ამბობს, რომ 259-ე პრიმა მუხლი არის სპეციალური ნორმა. აგრეთვე ამბობს, რომ მეორე ნაწილი არის იმპერატიული, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ 2 შემთხვევაში არის სასამართლო გადაწყვეტილების გამგზავნი მხარეებისათვის[სოციალურად დაუცველები და პატიმრები] და არცერთ გამონაკლისს ჩვენ არ მივეკუთვნებით. შესაბამისად, სასამართლომ, უბრალოდ, არასწორად შეაფასა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის განმარტებები, უფრო სწორად, მიზანმიმართულად იცრუა. რეალურად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გამოეგზავნა ჩვენთვის დასაბუთებული განჩინება. ჩვენ უნდა მივსულიყავით სააპელაციო სასამართლოში და ჩაგვებარებინა ეს განჩინება.

რუსთავი 2-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განცხადებაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები