გიგა ოთხოზორიას მკვლელობა

აბაშიძე: კარასინთან ოთხოზორიას მკვლელის საკითხს კატეგორიულ ფორმებში წამოვჭრი

აუცილებლად წამოვჭრი [გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯის საკითხს], მაქსიმალურად კატეგორიულ ფორმებში, იმ თვალსაზრისით, რომ მკვლელი, დამნაშავე, უნდა დაისაჯოს, რაც შეიძლება სწრაფად. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გააკეთა განცხადება, ასევე შსს-მ გააკეთა ძალიან ყურადსაღები განცხადება, იმის თაობაზე, რომ შეიძლება ამ პიროვნების ლიკვიდაცია მოხდეს და მერე დაბრალდეს საქართველოს.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრაღაში გაემგზავრა. გრეგორი კარასინთან მორიგი შეხვედრა 27 ივნისს გაიმართება.

კომენტარები