სამხედრო სავალდებულო სამსახური

პრეზიდენტი სავალდებულო გაწვევაზე: გადაწყვეტილება ერთმა პირმა არ უნდა მიიღოს

აღვნიშნავ იმას, რომ არ არის გაუქმებული არანაირი სამსახური. არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, ეს არის ზუსტი განსაზღვრება იმისა, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. მინდა, დავეთანხმო ბატონ პრემიერმინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, არ უნდა იქნას მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ უნდა იქნას განხილული კოლეგიალურად როგორც მთავრობის სხდომაზე, ასევე უშიშროების საბჭოში. ბუნებრივია, მე კონსულტაციებისთვის მზად ვარ, ამიტომაც არ ვაფასებ თვითონ გადაწყვეტილების სისწორეს, მე ვსაუბრობ ფორმაზე. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული უფრო ინტენსიური კონსულტაციების შედეგად. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მე საქმის კურსში არ ვყოფილვარ.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თინა ხიდაშელის ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტრო სავალდებულო გაწვევაზე უარს ამბობს.

კომენტარები