არჩევნები 2016

სუბარი: ჩვენი კვლევის შედეგები რეალობასთან უფრო ახლოს იქნება, ვიდრე GFK-ის

GFK არის ორგანიზაცია, რომელიც არაერთხელ არის შემჩნეული შეგნებულ გაყალბებაში, გადასახადების თავის არიდებასა და მანიპულაციებში. ხვალ გამოქვეყნდება ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა, იქ დასახელდება კვლევის მეთოდიც, ორგანიზაციაც, შემკვეთს გისახელებთ ახლავე - ეს არის ქართული ოცნება. არანაირი ვალდებულება არ აქვს ქართულ საზოგადოებას, რომ 100 %-ით დაიჯეროს, იმიტომ, რომ შეუძლია ჩათვალოს, რომ ეს არის პარტიული კვლევა. ამის გამოქვეყნებას არც ვაპირებდით, მაგრამ ამას ვაქვეყნებთ იმიტომ, რომ ხალხმა იცოდეს რა სურათიც არის. ეს არის ჩვენი შიდა სამუშაო დოკუმენტი და საკუთარი თავის მოტყუებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ახლავე გიდებთ პირობას, რომ გაცილებით ახლოს იქნება რეალობასთან ჩვენი შედეგები, ვიდრე ის შედეგები, რაც თქვენ დადეთ

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში GFK-ს კვლევაზე

კომენტარები