ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

კანდელაკი ვოლსკის: ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ ურიგდება ოკუპანტ სახელმწიფოს

ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ ურიგდება ოკუპანტ სახელმწიფოს და ვინ აფინანსებს ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ სიმპატიით განწყობილ მედიას, ვინ აპატიმრებს საქართველოს კონტრდაზვერვის ოფიცრებს. რუსეთის დელეგაცია და საქართველოს დელეგაცია, უმრავლესობა აქტიურად მუშაობდნენ ქართველი კანდიდატის გიგი წერეთლის წინააღმდეგ. ეს იყო შიდა პოლიტიკურად მათთვის ძალიან დამაზიანებელი და ამიტომ ქართულმა ოცნებამ სთხოვა მათთვის იდეურად და პიროვნულად ახლო მდგომ რუსეთის დელეგაციის წევრებს, რომ ეს ზიანი გაენეიტრალებინათ და ასეთი ძალიან უცნაური განცხადება გაეკეთებინათ.

ენმ-ის დეპუტატი გიორგი კანდელაკი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებაზე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში გიგი წერეთლის მხარდაჭერის საკითხზე, შესაძლოა, EPP-ს და რუსეთს მოლაპარაკებები აქვთ.

კომენტარები