ჯონ კერის ვიზიტი

რუხაძე: შემთხვევითი არ არის კერის ვიზიტი არჩევნებამდე 3 თვით ადრე


ისეთი მნიშვნელოვანი რანგის პოლიტიკოსი, როგორიც არის ჯონ კერი, როდესაც ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში არჩევნებამდე ზუსტად 3 თვით ადრე, შემთხვევითი არ არის. ეს ვიზიტი შეიძლება ყოფილიყო ერთი წლის წინაც, მაგრამ შემთხვევით ნამდვილად არ ხდება. მისი გზავნილები, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების მიმართ და ზოგადად პოლიტიკური სპექტრის მიმართ, იქნება ძალიან მკვეთრი და ძალიან პირდაპირი, რომ საქართველოსთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ ჩატარდება ოქტომბრის არჩევნები.

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი გიორგი რუხაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები