არჩევნები 2016

პრემიერი: იმედია, პარტიები შეძლებენ, საკუთარი ემოციები გვერდით გადადონ

ტარდება პირველი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. მოგეხსენებათ, საარჩევნო კამპანია უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს, ყველანაირი ექსცესების გარეშე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათ შორის, ამ კომისიის სხდომის მეშვეობითაც, პარტიები შეძლებენ, საკუთარი ემოციები გვერდით გადადონ და ჩვენ ჩავატაროთ ნამდვილად ღირსეული არჩევნები. სხდომის მუშაობას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტულად წარიმართოს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები