არჩევნები 2016

უსუფაშვილი: მეც წამომიყენეს პირობა - რესპუბლიკური პარტიის დატოვება

გიგლა [აგულაშვილი] არც საჯარო სამსახურში და არც პოლიტიკაში ახალბედა არ გახლავთ, ამიტომ, არ მგონია, მისი გადაწყვეტილება მხოლოდ აგვისტომდე დარჩენას უკავშირდებოდეს. არჩევნებში რესპუბლიკელებისა და "ქართული ოცნების" წარმატების შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, საქმის კეთება ერთად განვაგრძოთ, თუმცა წინასაარჩევნოდ მეც წამომიყენეს პირობა - რესპუბლიკური პარტიის დატოვება და "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. პოლიტიკაში კონკურენცია აუცილებელია - სხვას უნდა აჯობო და ასე წახვიდე წინ, "ქართული ოცნება" კი ამბობს, ერთი კარგი პარტია გავაკეთოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთო. ეს უფრო პოსტსაბჭოური პროცესია, რაც სახარბიელო შედეგს არ მოიტანს.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები