დედოლარიზაცია

გვენეტაძე: მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას

90-იანი წლების დასაწყისში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე კუპონმა ძალიან სწრაფად დაკარგა მსყიდველობითი უნარი და საქართველოში ერთადერთი ვალუტა, რომელსაც გადახდისა და დაგროვების ფუნქციის შესრულება შეეძლო, იყო დოლარი. ქვეყანას ეს მწარე გამოცდილება დღემდე მოჰყვება. ამ მიმართულებით, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, არა მარტო ეროვნული ბანკის, არამედ ხელისუფლების მიერაც. თუ დოლარიზაციის მაჩვენებელი იქნება დაბალი, მაშინ კურსის მერყეობა, რასაც ასე მწვავედ განიცდის საზოგადოება, უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახდება. მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს. დედოლარიზაციის პროცესი არ არის მარტივი, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. არის სხვადასხვა მექანიზმი, მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხვევაში, ეს იქნება ავტომობილის გაყიდვა თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე რეზონანსთან ინტერვიუში.

კომენტარები