პაპის ვიზიტი საქართველოში

მღვდელი ნიკოლოზი: პაპი ისლამზე დიდი მტერია, ის მოიწვია პლასტელინა პრეზიდენტმა

დედამიწაზე ეკლესია მხოლოდ ერთია და ეს არის მართლმადიდებლური ეკლესია. ჩვენ ვართ ღვთის მიმდევარნი, ისინი - ეშმაკის, ხოლო ის, რასაც ისინი ეკლესიას ეძახიან, არის რომაულ-პაპისტური საკრებულო... პაპი მართლმადიდებლობის უდიდესი მტერია, ისლამზე დიდი მტერი. იცით, რატომ? ისლამი პირდაპირ გეუბნება, - შენი მტერი ვარო. ის კიდევ თავს მოყვრად გაჩვენებს და სამარეს გითხრის. ის არის ცხვრის ტყავში გახვეული მგელი და მის აქ შემოსვლას სიკეთე არ მოჰყვება. ეს იქნება დიდი განსაცდელი და ამას მალე ვნახავთ. რომის პაპის დაგეგმილ ვიზიტზეც ვიტყვი - ეს არის საშინელება. დღეს საპატრიარქო განიცდის ძალიან დიდ ზეწოლას, თორემ უწმინდესი მწვალებელს არ მოიწვევდა. ის მოიწვია საქართველოს პრეზიდენტმა, ამ პლასტელინა კაცმა, და მე მაქვს ასეთი იდეა: წაიყვანოს თავის რეზიდენციაში და იქ ჩაატარებინოს მესა... რაც შეეხება მის მთავარ მასპინძელს, პლასტელინის პრეზიდენტს, ალბათ, გარკვეული ცოდვები ექნება და საინტერესოა, რამდენის გადახდა მოუწევს "შენდობის" მისაღებად? კიდევ ვიმეორებ: ახლანდელი პაპიზმი, ეს არის ანტიქრისტიანული, ნეოწარმართული რელიგია, რომელშიც ეთაყვანებიან პაპს და კათოლიკეთა გამონაგონ ღმერთ-კერპებს. ასე რომ, თავიანთ თავს მიხედონ. ეს არის დიდი საფრთხე ჩვენთვის და ამ მწვალებლის ჩამოსვლა სიკეთეს არ მოგვიტანს

სოფელ დიღმის წმიდა მარინეს ეკლესიის მღვდელმსახური, ნიკოლოზი ჩხიკვაძე geworld.ge-სთან ინტერვიუში

კომენტარები