რატიანი: ქართულ ოცნებას მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი აქვს

2-3% სხვაობა მთავარ ოპოზიციურ პარტიასა და სახელისუფლებო გუნდს შორის ნიშნავს, რომ სახელისუფლებო გუნდი რეალურად აგებს. საქართველოში ვერავინ ვერ დაგვისახელებს ბოლო წლების განმავლობაში მთავრობას, რომელსაც ჰქონია არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე 19-20%. ეს მაჩვენებელი არის მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი - ადამიანები, რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო სამსახურში. ეს 20% 2012 წელს არჩევნების მერე კვლევაში ენმ-ს აღარ ჰქონდა. დღეს ქართული ოცნება ზის მხოლოდ ადმინისტრაციულ რესურსზე და მას ამომრჩეველი, ფაქტობრივად, არ ჰყავს.

ენმ-ის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.

კომენტარები