ქორწინების თანასწორობა

კობახიძე: სპეკულაციაა ქორწინებაზე რეფერენდუმის თემის არჩევნებთან დაკავშირება

პოლიტიკური სპეკულაციებია, როცა ამ [ქორწინების შესახებ რეფერენდუმის] თემას უკავშირებენ არჩევნებს. არჩევნებამდე ძალიან დიდი ხნით ადრე ვმსჯელობდით ამ ინიციატივაზე, ვიხილავდით ამ საკითხს და ახლა ნამდვილად საფუძველს მოკლებული განცხადებაა, რასაც ჩვენ ვისმენთ. როდესაც 225 000 ადამიანი, თუ გნებავთ, 200 000 ადამიანი ხელს აწერს ამ მოთხოვნას და ითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას, მე მგონი, იგივე ოპოზიციამაც პატივი უნდა სცეს ამ ადამიანების განაცხადს და ასეთი შეფასებებისგან თავი უნდა შეიკავონ.

პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე ქორწინების შესახებ რეფერენდუმზე. ცნობისთვის, რეფერედუმის დანიშვნის თხოვნით პრეზიდენტს ცესკომ 2 აგვისტოს მიმართა.

კომენტარები