ქორწინების თანასწორობა

ბოხაშვილი: ქორწინებაზე სარეფერენდუმო ინიციატივა არაკონსტიტუციურია

ეს სარეფერენდუმო ინიციატივა არის არაკონსტიტუციური და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლთან, აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. ინიციატივა კონტექსტიდან ამოვარდნილია, ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმ ზომებს და ტენდენციებს, რომელიც პრევალირებს ევროკავშირის შიგნით, სადაც ყველაზე კონსერვატიულ ქვეყნებშიც კი, რომელთაც ევროკავშირის უკანასკნელ ბასტიონსაც კი უწოდებენ, სამართლებრივად აღჭურვეს ერთი სქესის წარმომადგენელთა ურთიერთობები, კერძოდ, საბერძნეთში, 2015 წლის დეკემბერში და 2016 წლის გაზაფხულზე, იტალიაში

იურისტი ბესარიონ ბოხაშვილი ტაბულასთან საუბარში

კომენტარები