არჩევნები 2016

პრემიერი: დღეს აღარ არის ნაპრალი მთავრობასა და ხალხს შორის

დღეს აღარ არის ნაპრალი მთავრობასა და ხალხს შორის, ეს არის უდიდესი მონაპოვარი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რამხელა განსხვავებაა დღევანდელ საარჩევნო კამპანიასა და ოთხი წლის წინ მიმდინარე საარჩევნო კამპანიას შორის, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან, ჩვენ არ ვართ მიღწეულით თვითკმაყოფილნი. ჩვენ ვიცით, როგორი გაჭირვებაა რეგიონებში, ვიცით რამხელა განსხვავებაა ცხოვრების დონეებს შორის, დედაქალაქსა და რეგიონებს შორის. მეგობრებო, ჩვენი მთავარი მიზანი დღეს არის მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სერიოზული, სწრაფი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახმა იგრძნოს საქართველოში შექმნილი კეთილდღეობა. ჩვენ მდიდარი ქვეყანა ვართ, მდიდარი ვართ იმითაც, რომ მრავალეროვანი ქვეყანა ვართ, მდიდარი ვართ იმითაც, რომ საუკუნოვანი ტრადიცია და კულტურა შევქმენით სხვადასხვა კულტურის, სხვადასხვა ეროვნების ხალხებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების, ჩვენ ვართ დიდი ისტორიის ქვეყანა და ჩვენ ჩვენი მომავლით უნდა დავამტკიცოთ, უნდა გავამართლოთ ჩვენი წინაპრების დანატოვარი.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას.

კომენტარები