რუსული ოკუპაცია

ხიდაშელი: არჩევნებზე ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ "არა" რუსულ პროპაგანდას

8 აგვისტოს მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდია და ის ერის, ქვეყნის, ამომრჩევლის გაერთიანების დღე უნდა იყოს. დღე, როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად ერთხელ და სამუდამოდ უარს ვეტყვით ოკუპაციას იქ, სადაც შეგვიძლია. იქ, სადაც შეგვიძლია სწრაფი და ეფექტური პასუხის გაცემა. ყველაზე მარტივი გზა ამისთვის საარჩევნო ყუთებია, სადაც ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ "არა" რუსეთს, რუსულ პროპაგანდას და იმ ძალებს, რომლებიც ბედავენ და გვეუბნებიან, რომ თურმე ჩვენ გავაბრაზეთ რუსეთი, თორემ არაფერი მოხდებოდა.

რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი რუსულ ოკუპაციაზე.

კომენტარები