საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მღვდელი: უსუფაშვილმა თავისი შვილები გაჭყიპოს ნარკოტიკებით, სხვისას შეეშვას

ნარკომანია ერთ-ერთი მძიმე ცოდვაა და კაცი, რომელიც ამბობს, ამას არ უნდა ვებძოლოთო, არც მეტი, არც ნაკლები, გვეუბნება, რომ უნდა შევცოდოთ. ვიღაცას შეიძლება გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ამას გაუცნობიერებლად აკეთებენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი არის კარგად გაანალიზებული, აწონილ-დაწონილი და დროში გაწერილი გეგმა, რომელიც მოდის დასავლელი ცისფერი კომისრებისგან და მათთვის ღმერთი არ არსებობს. მათთვის ყველაფერი არის "დემოკრატია" და "ლიბერალიზმი", რომელსაც სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო არც ერთთან და არც მეორესთან. რაც შეეხება უსუფაშვილის ნათქვამს, რომ მსუბუქი ნარკოტიკი პრობლემა არ არის - ეს განცხადება თავისი შვილებისთვის შემოინახოს და, თუ უნდა, ნარკოტიკით გაჟღენთოს, მაგრამ სხვის შვილებს თავი დაანებოს. მე თუ მკითხავთ, ამხელა თანამდებობის პირი ასეთ განცხადებას რომ გააკეთებს, ქვეყნიდან უნდა გააძევო, უნდა ჩასვა თვითმფრინავში და "ნაცმოძრაობასთან" გაუშვა

ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი გიორგი რაზმაძე "საქართველოსა და მსოფლიოსთან" ინტერვიუში

კომენტარები