განათლების სისტემა

პრემიერი: ჩვენ ავწევთ პედაგოგების პრესტიჟს, არ შეიძლება გამუდმებული ტესტირებები

ჩვენ ავწევთ ჩვენი პედაგოგების პრესტიჟს. არ შეიძლება გამუდმებული ტესტირებები, გამოცდები და ყოფნა-არყოფნის რისკის წინაშე დაყენება იმ ადამიანების, რომლებმაც ყველაზე გაჭირვებული წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად უზრუნველყვეს ჩვენი მომავალი თაობის განათლება და მათი ინტელექტუალური განვითარება. 

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 13 აგვისტოს, აჭარაში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას.

კომენტარები