პრემიერი: გზააბნეულები დარწმუნდებიან, რომ ამ გეგმის გარშემო უნდა გავერთიანდეთ

მინდა, აბსოლუტურად რეალისტურად გითხრათ - ყველაფერი, რაც კეთდება ბაკურიანში, არის ბორჯომელებისთვის. რეგულარულ ავტობუსებს დავნიშნავთ ყოველი ნახევარი საათის, ერთი საათის განმავლობაში, რომელიც მთლიანად, ბორჯომის ყველა სასტუმროს მიაბამს ბაკურიანზე და პირიქით. ძალიან მნიშვნელოვანია, შევკრათ ერთიანი კომპლექსი. დაწყებული გვაქვს კოხტა-მიტარბის მშენებლობა-აღდგენის პროცესი. ეს იქნება უნიკალური ტურისტული კომპლექსი. წელს დავამთავრეთ დიდველის მიმდებარედ ზაფხულის სამთო ციგის ატრაქციონის დამონტაჟება; ფრანგულ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ ბიატლონის ტრასის დამონტაჟება-პროექტირება, რომლის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება; ბაკურიანში უნდა აღდგეს სატრამპლინო სკოლა. ამ ყველაფერს დაემატება ჰოკეის 1000-კაციანი მოედანი, რომლის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ასევე, დამატებით იქნება გასართობი, ახალგაზრდული ცენტრები, მათ შორის ბორჯომში. ეს ყველაფერი მთლიანობაში, აბასთუმნის კომპლექსთან ერთად, თვისობრივად სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანს ამ რეგიონის განვითარებას და ყველა თქვენგანის ოჯახი იგრძნობს ამას. რაც ყველაზე მთავარია, ამას ისე გავაკეთებთ, არც ერთ ბავშვს თქვენს ოჯახებში ცრემლი არ ჩამოუვარდება. ეს არის ყველაზე მთავარი. გაუმარჯოს ერთიან, გაფერადებულ, აგუგუნებულ, დაქოქილ, ამუშავებულ საქართველოს. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებით. მათ შორის, ის გზააბნეული ადამიანებიც, რომლებიც დღეს სხვაგვარად ფიქრობენ, საბოლოო ჯამში დარწმუნდებიან, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ამ ერთადერთი, უალტერნატივო განვითარების გეგმის გარშემო

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომში მაჟორიტარ კანდიდატად გედევან ფოფხაძე წარადგინა და მოსახლეობას მიმართა. ტექსტს პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები