ქორწინების თანასწორობა

პრემიერი: არჩევნების შემდეგ, ქორწინებაზე ჩანაწერს კონსტიტუციაში ავსახავთ

ჩვენ, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ვიზიარებთ რეფერენდუმის ინიციატორთა სურვილს, რომ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი ქალია და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირზე აუცილებლად აისახოს კონსტიტუციაში და სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალა იყო ინიციატორი ამ ცვლილების მიღების. როგორც კი დასრულდება არჩევნები, ჩვენ ამ ცვლილებებს მივიღებთ და ეს ჩანაწერი აისახება კონსტიტუციაში. და საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ის სპეკულაციები, რომ დასავლეთი არის ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება, არის წმინდა წყლის სპეკულაციები. ქართული ოცნება არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული დასავლური ფასეულობები და ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფასეულობები. და ევროპას სწორედ ასეთი ვუნდივართ და სწორედ ასეთი საქართველოა ღირებული, რომელიც პატივს სცემს ფასეულობებს. 

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქორწინების შესახებ რეფერენდუმის დანიშვნაზე პრეზიდენტის უარის შესახებ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები