კორცხელის ძალადობა

პრეზიდენტი: კორცხელის სამარცხვინო ფაქტზე სწრაფი რეაგირება უნდა ყოფილიყო

მე მინდა სწორედ ზუგდიდში ხაზი გავუსვა იმ სამარცხვინო ფაქტს, რაც კორცხელში მოხდა. ჩემთვის, ასევე მთელი საქართველოს ამომრჩევლისთვის, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს, მიუღებელია მუშტი-კრივით, დაპირისპირებით, ერთმანეთის მტრად გამოცხადებით პოლიტიკურად რაიმეს მიღწევა. ჩვენ ამას არასდროს მივიღებდით და არც მომავალში მივიღებთ. ამ სამარცხვინო ფატზე ადეკვატური და სწრაფი რეაგირება უნდა ყოფილიყო და იქნება სახელმწიფოდან. მაგრამ, სახელმწიფოს რეაგირების გარდა, თვითონ საზოგადოებამაც უნდა მისცეს თავისი შეფასება. ეს შეფასება ადეკვატურად უნდა გამოიხატოს ჩვენი მოქალაქეობრივი აქტივობებით საარჩევნო უბნებთან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და ლექცია წაიკითხა

კომენტარები