შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: საშუალოდ, პარლამენტში 100 დეპუტატი ეყოლება ქართულ ოცნებას

საშუალოდ 15-ს გეტყვით, რაც იქნება აჭარაში ქართული ოცნების დეპუტატების რაოდენობა, საშუალო იქნება 15, პლუს-მინუს 10-12%. და თუ ოდესღაც საქართველოს მასშტაბით მე ვთქვი ქართულ ოცნებაზე 95 დეპუტატი, დავამატებდი და ვიტყოდი, რომ 100 კაცი იქნება საშუალოდ, ვერ წარმომიდგენია, 90-ზე ნაკლები შევიდეს პარლამენტში ქართული ოცნებიდან, უფრო ნაკლებად წარმომიდგენია 90, ვიდრე 115. ასე გეტყვით, რომ საშუალოდ, 100 დეპუტატი ეყოლება ქართულ ოცნებას, რამეთუ ჩვენი საზოგადოება არის ძალიან გაცნობიერებული, ძალიან აზრიანი და ამის საფუძველი არსებობს.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში.

კომენტარები