შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ძალიან ვამაყობ, რომ კარგი ანალიზი შემიძლია

თუ [ქართული ოცნების მხრიდან] სტანდარტები დაირღვევა (მე ძალიან ვამაყობ, რომ კარგი ანალიზი შემიძლია და შემიძლია, კრიტიკულად შევაფასო სიტუაცია და სხვაზე ადრე დავინახავ ან სხვასთან ერთად, პირველ რიგში დავინახავ), არ არსებობს, რომ ვინმე დავზოგო, არ გამოვიდე და არ ვთქვა, როგორც მოქალაქემ. მე არა მყავს ჩემი ჯარი, როგორც ამბობენ, რომ მართავს, არა მყავს ჩემი პოლიცია, არავითარი ბერკეტი არ მაქვს, გარდა საუბრისა, მე შემიძლია ტელევიზიამდე მივიდე, საბედნიეროდ, მედია დღეს აბსოლუტურად გახსნილია და დავიწყო კრიტიკა. არ იფიქროს არავინ საზოგადოებიდან და ქართულ ოცნებაში ეს ეჭვიც არ აქვთ, რომ თუ ამ სტანდარტებს არ დაიცავენ, რა თქმა უნდა, პირველი მტერი [მე ვიქნები] და პირველ რიგში, მე გადავხტები წინ და მე ვიტყვი ამას.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში.

კომენტარები