საკონსტიტუციო სასამართლო

სიჭინავა: თბილისში იმიტომ ვარ, რომ აქ უნდა ვიყო

თბილისში იმიტომ ვარ, რომ აქ უნდა ვიყო. კომენტარს არ გავაკეთებ ამ თემაზე, მერე კუდებს მოაბამთ, როგორც ყოველთვის. მგონი, შეამჩნიეთ, რომ არასდროს ვიმალები, თუ რამის თქმა მინდა, ყოველთვის ბოლომდე ვიტყვი. სხვისი უპასუხისმგებლო კომენტარების შეფასებისგან თავს შევიკავებ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავა ტელეკომპანია იმედთან საუბარში. ის დღეს არ გამოცხადდა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ე.წ. კაბელებისა და გიგი უგულავას გაერთიანებული საქმე არსებითად უნდა განეხილათ. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა სიჭინავა მაშინ გადაიღო, როდესაც ძაღლებს ასეირნებდა.

კომენტარები