საარჩევნო ინციდენტი

გიგაური ჩუგოშვილზე: ბრალდებებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ბრალდებებს პასუხი გასცეს გამოძიებამ, რადგანაც, საბოლოოდ, მათ უნდა დაადგინონ, ვისი ბრალი იყო ეს ყველაფერი. ცხადია, ძალიან ცუდია, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს აბრალებენ ამ ყველაფერს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ მათ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდეს საარჩევნო კამპანია და, ზოგადად, არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს. ჩვენ ყველგან გვყავს დამკვირვებლები და ვავირდებით ამ პროცესებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გასცენ ამ ყველაფერს პასუხი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ქართული ოცნების წევრის თამარ ჩუგოშვილის ბრალდებაზე.

კომენტარები