შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი საკონსტიტუციო კომისიაზე: თითი თითზე არ დაუდევთ

აბა, გაიხსენონ უსუფაშვილმა და რესპუბლიკელებმა კარგად, გარდა იმისა, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარეა ახლაც, როდესაც საკონსტიტუციო კომისია ყალიბდებოდა და შემეკითხა, თუ რას ვიტყოდი მის კანდიდატურაზე, არც კი მიფიქრია, რომ უსუფაშვილის გარდა სხვა კადრი შეიძლებოდა ყოფილიყო, ისეთი წარმოდგენა მქონდა მასზე, რომ სწორედ მას უნდა ეხელმძღვანელა ამ კომისიისთვის. 4 წელიწადი გავიდა, რაც ამ კომისიის თავმჯდომარეა უსუფაშვილი, იქვე შედის ხმალაძეც, რომელსაც მეც როგორც ძალიან კარგ იურისტს და კონსტიტუციის ანალიტიკოსს, ვიცნობ. თითი თითზე არ დაუდევთ. აბა, რა გააკეთეს 4 წლის განმავლობაში? არაფერი არ გაუკეთებიათ. ესაა ის, რასაც ვსაყვედურობდი, რომ ძალიან ბევრი კანონი იყო შესაცვლელი კონსტიტუციაში, მათ შორის პრეზიდენტზე, რაზეც კოალიციაში უკვე შეთანხმებული ვიყავით და რესპუბლიკელებთანაც რამდენჯერმე გვქონდა საუბარი. ჩვენ ვერ მოვასწარით კონსტიტუციის შეცვლა, ნაციონალების კონსტიტუცია დაგვრჩა. ერთ-ერთი, რაზეც ყველა ვთანხმდებოდით, საჯარო არჩევა არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის, რომელსაც ასეთი შეკვეცილი უფლებები აქვს. როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუცია გვაქვს ჩვენ დღეს, ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და იქ პრეზიდენტის ინსტიტუცია არსებობს, პრეზიდენტის საერთო სახალხო არჩევა არ უნდა მომხდარიყო. ასეთი შეკვეცილი უფლებებით დაბნეულობას იწვევს - უფლებები არ აქვს, მაგრამ საჯაროდ ირჩევა, როგორც საპრეზიდენტო რესპუბლიკაში. ამაზე შეთანხმებული ვიყავით ყველა, რომ ეს უნდა შეცვლილიყო. ერთ-ერთი მიზეზი, ისევ შევახსენებ რესპუბლიკურ პარტიას, რაც ვუსაყვედურე ადრეც, იმისთვის, რომ პრეზიდენტისთვის ესიამოვნებინათ და პრეზიდენტის ახალი მეგობარი გაჩენილიყო, როგორ გაუპრავეს ის სიმახინჯე, რომ შევიდა სააკაშვილის სასახლეში. ესაა ერთ-ერთი მიზეზი და სხვა კანონებიც, რომლებიც დასახვეწია კონსტიტუციაში, მათ არ აწყობდათ. პრეზიდენტზე შესაცვლელი იყო სასწრაფოდ, პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა დანიშნოს. საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყნების უმეტესობაში პრეზიდენტი აღარ ირჩევა ასე სახალხოდ.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე. ის ამჟამად ქუთაისში იმყოფება.

კომენტარები