შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: აშკარად, პრორუსული კვალი დაედო დღეს მრეწველებს

ქართულ ოცნებას არ ჰყავს დღეს ალტერნატივა. საუბედუროდ, არ არის რესპუბლიური პარტია და თავისუფალი დემოკრატები ქართული ოცნების ალტერნატივა. ორიოდე სიტყვით ვიტყვი მრეწველებზე, ისინი კოალიციაში ყოფნისას, ძალიან იოლად მიყვებოდნენ ძირითად გუნდს, მაგრამ თუ გავიხსენებთ გოგი თოფაძის რამდენიმე განცხადებას, რომელიც მისი პრორუსულობის ეჭვს იწვევდა, შემდგომ ეტაპზე, პრაქტიკულად, მათ დახვეწეს ეს მიმართულება და აშკარად, პრორუსული კვალი დაედო დღეს მრეწველებს. შესაბამისად, ფავორიტებში, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების გვერდით ვეღარ დავასახელებდი. ფორუმიც გაუგებარია, არ ჩანს, სამწუხაროდ, ერთი გამოჩენა რაც ვნახე რამდენიმე დღის წინ, სადღაც მაჟორიტარი აირჩიეს და იქაც ძირითადი განცხადება ჰქონდათ, რომ - ბიძინა უნდა დამთავრდეს პოლიტიკაშიო. შესაბამისად, მათზეც ბევრს ვერაფერს ვერ ვილაპარაკებ. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, კითხვაზე, რომელი პარტია იქნებოდა მისი მეორე არჩევანი ქართული ოცნების შემდეგ.

კომენტარები