შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ქველმოქმედებაა ის, რომ საკუთარ თავს ჩრდილში წასვლის ფუფუნებას არ ვაძლევ

რაც შეეხება ქველმოქმედებას, ყველაზე დიდი ქველმოქმედება ჩემგან გაკეთებული, რის თქმასაც დღეს აღარ ვერიდები, რადგან პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ის განმარტებები, რაც მე გავაკეთე და რასაც მე ქველმოქმედებად ვთვლი. ქველმოქმედებად სწორედ ეს მიმაჩნია, რომ საკუთარ პიროვნებას იმის ფუფუნებას არ ვაძლევ, რომ ჩრდილში წავიდე და ვიცხოვრო ფუფუნებაში და ის ცოდნა, ენერგია და გამოცდილებაც, რაც მაქვს, მინდა, რომ ჩემს ქვეყანას მოვახმარო, რომ სწორი გზით განვითარდეს. შეურაცხყოფა, წყევლა-კრულვა, რაც ძალიან ხშირად მოდის, ვინ იგინება, ვნახოთ და აქვთ თუ არა ამის საფუძველი. შეიძლება, ერთი ანდაზით დავიწყნაროთ თავი, რომ ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს. ვინც გინება იცის, ის იგინება ძირითადად. ნაციონალებისგან კრიტიკა გასაგებია, უნდა მაგინონ და მაკრიტიკონ იმისთვის, რომ მთელი ქვეყანა ფეხქვეშ ჰქონდათ გადებული, საკუთრებად მიაჩნდათ ეს ქვეყანა პატარა ჯგუფს ერთი კაცის მეთაურობით, ყველაფერი მათი იყო და დღეს ვინ სადაა? ზოგი ციხეშია, ზოგი გაქცევაშია და ეს დანარჩენი ჯგუფი აგრესიულად ცდილობს, რომ ის დაიბრუნოს, რაც ჰქონდა და გასაგებია, რომ მაგინებენ.

ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ეთერში, გადაცემაში შეხვედრები რეგიონულ მედიასთან. დღეს ის სამცხე-ჯავახეთშია.

კომენტარები