მოქალაქე

ივანიშვილი: ქვეყნის ეფექტურ მართვას სჭირდება კარგი გამოცდილება, კარგი ცოდნა

მე პირადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ პროექტს, ისევე როგორც სკოლის მოსწავლეების პროექტს "გახდი მოქალაქე". ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. ორი წელიწადია, ეს პროექტი მიდის და გაგრძელდება, რამეთუ ძალიან ეფექტური გამოდგა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ეფექტურ მართვას სჭირდება კარგი გამოცდილება, კარგი ცოდნა. ჩვენს უახლეს ისტორიაში ძალიან ცოტა დროა, რაც ვმართავთ ჩვენს ქვეყანას და აუცილებლად ვსაჭიროებთ, სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ეფექტურად მოიმართოს და სწორი მიმართულებით განვითარდეს.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი კონფერენციის - "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" - შესახებ.

კომენტარები