ქალთა კვოტირება

ივანიშვილი ქალთა კვოტირებაზე: ცოტა ხელოვნური დახმარება არ აწყენდა

მე მქონდა მცდელობა, დაგვეწესებინა კვოტები და ქალები მეტად წარმოდგენილიყვნენ პარლამენტში და პოლიტიკაში. პოლიტიკაში ამას ვერ ვაკეთებთ, მაგრამ რეალობა განსხვავებულია. ოჯახები ვიცი, დამოკიდებულებაც ვიცი - ქალბატონებს აქვთ აბსოლუტურად ნახევარი და ნახევარზე მეტიც შეიძლება. მეორე ნახევარი, რაც კარგად გვაქვს დაფუძნებული - მეუღლე, აბსოლუტურად ვამართლებთ ამ სიტყვებს და ამ დროს პოლიტიკაში.. სირცხვილია, მე თუ მკითხავთ. რატოა ასე დარღვეული, ასე უხეშად. იქნებ მიზეზი ისაა, რომ დიდი ხანია, ჩვენი ქვეყანა ჩვენ არ გვიმართავს და აზიამ გადაგვქაჩა. ევროპა-აზიის გასაყარზე ვართ და აზიურმა ჩვენში უფრო მეტად იმუშავა. მგონი, უახლოეს დროში გავასწორებთ ამას. ბევრს ჰგონია, რომ ბუნებრივად გამოსწორდება, ცოტა ხელოვნური დახმარება არ აწყენდა. არ დამიჯერეს მე პარლამენტში, ვერ მოხერხდა კვოტის დაწესება. ჭკუასელი ბობოქრობდა, სხვები ეხმარებოდნენ და ვერ გამოვიდა.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში ქალთა კვოტირების შესახებ, GDS-ის ეთერში.

კომენტარები