არჩევნები 2016

ხიდაშელი: ივანიშვილმა თავის თავს ძალიან ბევრი შეურაცხყოფის უფლება მისცა

ჩვენ ორ კვირანახევარში მოვისმინეთ ყოფილი პრემიერის განცხადებები რესპუბლიკელებზე და დავით უსუფაშვილზე. ამ განცხადებების დიდი ნაწილი იყო შეურაცხყოფა. როცა ადამიანს არგუმენტები არ აქვს, მაშინ იწყება შეურაცხყოფის მიყენება. მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ვნებები ცხრება და ადამიანები ხვდებიან, რომ სიტყვა გაექცათ, რბილად რომ ვთქვათ, იმედი მაქვს, რომ ბოდიშის მოხდის სურვილი უჩნდებათ. მან ძალიან ბევრი შეურაცხყოფის უფლება მისცა თავის თავს, ის ძალიან გასცდა ოპონირების ფარგლებს. ეს სამწუხაროა

რესპუბლიკური პარტიის ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი ყოფილ პრემიერზე, ბიძინა ივანიშვილზე

კომენტარები