არჩევნები 2016

ბოკერია: C ჰეპატიტის პროექტი არავითარ შემთხვევაში არ შეწყდება

C ჰეპატიტის პროექტი არავითარ შემთხვევაში არ შეწყდება. ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი. დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც ყველაფერში ჩავარდნა აქვს, რამოდენიმე საკითხზე ცდილობს კაპიტალიზაციას და სპეკულირებას, რომ ესაა მის მიერ ორგანიზებული გარღვევა, ეს ასე არ არის. ეს არის ამერიკული პროექტი, აშშ–ის გადასახადების გადამხდელების მიერ დაფინანსებული. საქართველო შეარჩიეს საპილოტე პროგრამისთვის იმიტომ, რომ 2012 წელს საქართველოს ჰქონდა რეგიონში და არა მარტო რეგიონში კორუფციისგან ყველაზე თავისუფალი ქვეყნის და ისეთი ქვეყნის რეპუტაცია, სადაც შექმნილი იყო მსგავსი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. კარგია, რომ ეს პროექტი ხორციელდება და ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია C ჰეპატიტის პროგრამაზე

კომენტარები