ივანიშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან

ივანიშვილი: რომან გოცირიძის ყველა გამოსვლა სიცრუეზეა დაფუძნებული

ძალიან ბევრი პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული ექსპერტი ცდილობს, რომ აკრიტიკოს ეკონომიკური პოლიტიკა ხელისუფლების და ამ ფორმებს თავს არიდებს. პერსონალურად დაპატიჟეს დღესაც გოცირიძე და მისთანანი, ვინც ექსპერტობას იბრალებდნენ და რეალურად წევრად წარმოდგა დღეს და ამაში ცუდი არაფერი არ არის. იყოს ნაციონალური მოძრაობის წევრი, არაფერი ამაში ცუდი არაა. ინიციატივა იყო კვირიკაშვილის, რომ შეკრებები და თავყრილობები, პარტიის წევრების,  როდესაც ერთი პარტია ატარებს რაღაც ღონისძიებებს, იქ მეორე პარტიის წარმომადგენლები არ მივიდნენ და დებოში არ ატეხონ. ახლა გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა, პირიქით - ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა. ნაცვლად იმისა, რომ ერთი ორჯერ შემოძვრა აქ და რომ ნახა მე ვიყავი იმ წუთში გაიპარა. ვერანაირი გამოსვლა ვერ მოახერხა. გარეთ გააკეთა [კომენტარი] ბიზნესთან ვერ ბედავს ამას, ვერ ბედავს პროფესიონალებთან და ვერ ბედავს ბიზნესთან.  ადის და ცდილობს, რომ ხალხს რომელსაც არა აქვს ეკონომიკური განათლება, სიბნელეში ამყოფოს და სიცრუეებზეა დაფუძნებული ძირითადად მისი ყველა გამოსვლა. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, "ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივები", - ამ სახელწოდების ფორუმის ფარგლებში დღეს ბიზნესმენებს შეხვდა.

კომენტარები