ხადური: საქართველოში ბიზნესი ასეთი თავისუფალი არასდროს ყოფილა

დღეს რომ ბიზნესია თავისუფალი, ასეთი არ ყოფილა არასოდეს. და რომ დღეს ბიზნესი მოწადინებულია, ინვესტიციები გააკეთოს საქართველოში, ასეთი არ ყოფილა არასოდეს.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებაზე. ცნობისთვის, უსუფაშვილმა მეწარმეებს მიმართა, აღარ გააკეთონ არჩევანი "პოლიტკორექტულობის გადმოსახედიდან". უსუფაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს მოუწოდა, თანამშრომლებს და ახლობლებს დაავალონ "სწორი ანალიზის" გაკეთება.

კომენტარები