არჩევნები 2016

კალაძე: არ დავუშვებთ, რომ ვიღაცებმა რაღაც გადატრიალებები და სისხლისღვრა მოაწყონ

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში ვიღაცებმა რაღაც გადატრიალებები, სისხლისღვრა მოაწყონ. თუმცა, ამაზე მიუთითებს თუნდაც ის ჩანაწერები, თუნდაც თავისუფალი ზონის წევრების მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები და სხვა ძალიან ბევრი ინფორმაციები მოდის იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურვილი აქვთ, ქვეყანაში მოაწყონ გადატრიალება, რადგან იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. 

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც ვითომდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ცნობისთვის, ენმ ჩანაწერის ავთენტურობას უარყოფს, ხოლო სუს-მა შეთქმულების მუხლით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები